IV ბ კლასი
4 ბ
კლასში სიით ირიცხება 22 მოსწავლე, აქედან
8 ბიჭია ხოლო 15 გოგო. კლასში გვყავს
2 სსმ მოსწავლე. კლასში ბავშვები არიან მიზანდასახულნი, აქტიურნი და ძალიან მეგობრულნი.
განვითრებული აქვთ გუნდურობის და ურთიერთ თანადგომის
მაღალი უნარები.
წარმატებით მონაწილეობენ სკოლაში თუ სკოლის გარეთ გამართულ
სხვაადასხვა ღონისძიებებში. აქტიურად ჩაერთვნენ ინტელექქტუალურ თმაშებში, რაც მათთვის
როგორც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ახალი გამოწვევა იყო. მიიღეს მონაწილეობა
„ტვინების
ბრძოლაში“, კლასიდან ერთი გუნდი გადავიდა ფინალში და მონწილეობა
მიიღო აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში გამართულ „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო შეჯიბრში
სადაც მიიღეს „ყველაზე აქტიურების“ ტიტული და შესაბამისი სერტიფიკატები.
მონაწილეობა მიიღეს საქალაქო კონკურსში "მხიარული სტარტები"
მოსწავლეები ასევე აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა
ოლიმპიადებში „ევერესტში“, „ეტალონსა“ და „კინგსში“, რასაც ადასტურებს მათ მიერ
მიღებული სერტიფიკატები და დიპლომები.(იხილეთ აქ.)
მოსწავლეთა სურვილით მოეწყო საახალწლო კარნავალი და “sekret santa”, ამ ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ბავშვების ერთ გუნდად შეკვრასა და დაახლოება დამეგობრებას. (იხილეთ ფოტო კოლაჟი)
ახალი სასწავლო წლიდან,კლასში აქტიურად დაინერგა “ახალი სკოლის მოდელი”, მოსწავლეები გაეცვნენ კომპლექსური დავალებების რაობას, მოაწყვეს გელათის აკადამიასა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში გასვლითი გაკვეთილი, რაც აეხმარათ კომპლექსური დავალების პირობის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. (იხილეთ აქ.)
4 ბ კლასიდან 5 მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა,” მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” გამარჯვებული და ფინალისტი მასწავლებლების მიერ, ჩატარებულ გაკვეთილებში. (დამატებითი ინფორმცია)
პანდემიის პირობებში, კლასი აქტიურად ჩაერთო ონლაინ სწავლებაში, რისთვისაც დაიმსახურეს სიგელებიც.(იხილეთ.)
ჩვენ ერთი გუნდი ვართ
Комментариев нет:
Отправить комментарий