пятница, 17 марта 2023 г.

სასკოლო პროექტი-"წყალწითელა"

 33-ე საჯარო სკოლის 7 ბ კლასის მოსწავლეებმა ანა კლენჯერიძე, ანასტასია სტურუა, ანა ჭელიძე, ჩართული იყო სკოლის, ი.ს.ტ.-ის მასწავლებლის ნათია კამკამიძის მიერ შემუშავებულ პროექტში-"წყალწითელა". მოსწავლეებმა მოიძიეს ამ მდინარის შესახებ ისტორიული ინფორმაცია მსწავლებელ სალომე თევდირაძის ხელმძღვანელობით. პროექტის ფარგლებში ასევე შეისწავლეს მდინარის ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგიური მდგომარეობა-მასწავლებელ ნინო გუბელაძის ხელმძღვანელობით, ხოლო მასწავლებელ მარიამ სანიკიძის ხელმზღვანელობით-შეისწავლეს მდინარის გეოგრაფიული აგებულება. 

საბოლოოდ ქ.ნ. ნათია კამკამიძის ხელმძღვანელობით შექმნეს მდინარის მოდელი და მისი დაბინძურების თავიდან აცილების გეგმა. 

 პროექტი.

среда, 7 сентября 2022 г.

კლუბი-რა?სად?როდის?

 ქ.ქუთაისის 33 საჯარო სკოლაში, მოქმედებს კლუბი "რა?სად?როდის?"  კლუბი ემსახურება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების გაღრმავებას, ხელს უწყობს ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის დახვეწას.

კლუბის წესდება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამრთზე.

воскресенье, 8 октября 2017 г.

ინტელის პროექტი

            ძველი ქართული არქიტექტურა (შევისწავლოთ სვანური კოშკები)


                                                 კურსის რეფლექსია

2017 წლის 9 სექტემბერს  დავიწყეთ ტრენინგი "პროექტებით სწავლება" ,ტრენერი -ავთო ცნობილაძე. ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა ჩემთვის. გავეცანით ინტელის პროექტებით სწავლებას, გავიარეთ თითოეული მოდული თავისი აქტივობებით,დავეუფლეთ ბლოგზე სხვადასხვა ოპერაციების შესრულებას, WEB2.0 tools მეთოდით Googl_ის ფორმების შედგენას კვლევისთვის, დავეუფლეთ ფაილების გაზიარებას და ერთობლივ მუშაობას. სრულყოფილად გავეცანით შეფასების რუბრიკებისა და კრიტერიუმების შედგენას,  დავწერეთ პროექტის გეგმა, შევქმენი პრეზენტაცია, ბროშურა , შეფასებები, მოსწავლის ნიმუში და სხვა მასალები. საბოლოოდ გამოვაქვეყნე ბლოგზე. ტრენინგმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა . მადლობას ვუხდი ტრენენრს გაწეული მუშაობისათვის.

пятница, 16 сентября 2016 г.

ჩემ შესახებ

დავიბადე 1986 წლის 20  ნოემბერს,
ქ.ქუთაისაში.
 2002წელს დავმთავრე ქ.ქუთაისის 31~საჯარო სკოლა.

2002~2004წლებში ვსწავლობდი ქუთაისის
ჰუმანიტარულ ლიცეუმში.

2004~2008წლებში, ვსწავლობდი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მომენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი.

2008~2010წლებში, ვსწავლობდი წერეთლის უნივერსიტეტში საზოგადოებრივ მეცნიერებათა მაგისტრატურაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მომენიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი~საქართველოს ისტორიის სპეციალობით.
2012 წელს-წარმატებით, ჩავაბარე მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდები როგორც საგანში ასევე ზოგად უნარებში, მომენიჭა უფროსი მასწავლებლის წოდება.

2019 წელს-წარმატებით განვახორციელე წინსვლა და მომენიჭა- ისტორიის წამყვანი პედაგოგის სტატუსი.

ვარ დაოჯახებული, მყავს მეუღლე და სამი შვილი.